Monday, May 27, 2013

saqartvelos buneba

ჯვრის მონასტერი — VI საუკუნის ტაძარი და მონასტერი, მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით, მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვანი მთის წვერზე. შეტანილია მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.
 

ისტორია

 ტაძრის სახელწოდებას ისტორიული საფუძველი აქვს. IV საუკუნის 30-იან წლებში ქრისტიანობის მიღების პირველივე წლებიდან ამ ადგილას მეფე მირიან III-მ ხის ჯვარი აღამართინა, რომელსაც, მოგვიანებით გარდა ქართველებისა თაყვანს სცემდნენ მთელი კავკასიის ქრიატიანებიც. VI საუკუნის II ნახევარში (545-586) ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის ჩრდილოეთით პატარა ეკლესია ააშენა. იმავე - VI საუკუნის მიწურულსა და VII საუკუნის დასაწყისში (586/587-604/605) გუარამის ძემ - ერისმთავარმა სტეფანოზ I-მა ასევე მისი ძმების დემეტრესა და ადარნასეს (604/605-634/635) და ერისმთავართა სახლობის სხვა წევრების თანამონაწილეობით მცირე ტაძრის გვერდით ააგო დიდი ტაძარი, რომელიც ზედ გადაეხურა ხის ჯვარს (ჯვრის კვარცხლბეკი დღემდეა დარჩენილი ეკლესიაში). ჯვრის მცირე და დიდი ტაძრების აგების დრო თვით ძეგლთა ანალიზის საფუძველზე დაადგინა გ. ჩუბინაშვილმა. საუკუნეთა მანძილზე მცირე ტაძარი ძლიერ დაზიანდა, დიდმა ტაძარმა კი დღემდე კარგად მოაღწია. ჯვრის მონასტერს სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა: 1924-1927 წლებში (ხელმძღვანელები: გ. ჩუბინაშვილი, ნ. სევეროვი); 1933-1939 წლებში (ხელმძღვანელები: გ. ჩუბინაშვილი, ნ. სევეროვი); 1963-1965 წლებში (ხელმძღვანელი: რ. გვერდწითელი).

    

         

ალავერდი — საკათედრო ტაძარი და მონასტერი. ალავერდის ეპარქიის ცენტრი. მდებარეობს ალაზნის ველზე სოფ. ალავერდთან (ახმეტის მუნიციპალიტეტი), თელავიდან 20 კმ-ზე.
ალავერდის მონასტერი VI საუკუნის შუა ხანებში დააარსა იოსებ ალავერდელმა. XI საუკუნის დასაწყისში კვირიკე კახთა მეფემ ალავერდის წმ. გიორგის პატარა ეკლესიის ადგილას ააგო საკათედრო ტაძარი, რომელიც უმთავრესად ალავერდის სახელწოდებითაა ცნობილი.

ისტორია

ალავერდის მონასტერი, რომელიც VI საუკუნეში დააარსა იოსებ ალავერდელმა, ერთ-ერთმა 13 ასურელ მამათაგანმა. მდებარეობს ალაზნის ველზე, კავკასიონის ქედის თოვლიანი მთების ფონზე, თელავიდან 20 კმ-ში. დღეს არსებული წმ. გიორგის ტაძარი XI ს-ის პირველ მეოთხედში ააგო კვირიკე კახთა მეფემ ძველი პატარა ეკლესიის ადგილას. საქართველოში ერთ-ერთი უდიდესი საკათედრო ტაძარი (41,7 მ X 26,4 მ) სიმაღლით 50 მეტრზე მეტია.
ალავერდი XI საუკუნიდან საეპისკოპოსო ცენტრი და ეპარქიის მღვდელმთავართა რეზიდენცია იყო. ამავე საუკუნიდან ალავერდის ტაძარი კახეთის სამეფო სახლის საძვლედაც იქცა.
ალავერდის ტაძარი მრავალჯერ დაზიანებულა მომხდურთაგან და მიწისძვრებისაგან. მისი პირველი დიდი რესტავრაციისას (ალექსანდრე კახთა მეფის დროს, XV საუკუნის 80-იან წლებში) აღადგინეს გუმბათის ყელი მთლიანად და კედლების ცალკეული ნაწილები. 1742 მიწისძვრის დროს დაზიანებული ალავერდის რესტავრაცია დაიწყო დედოფალმა თამარმა (1750) და დაამთავრა ერეკლე II-მ. ტაძრის ყველა აღდგენილი ნაწილი აგურით არის ნაგები. XIX საუკუნის ბოლოს ალავერდის ტაძარი შიგნით მთლიანად შეათეთრეს. კედლების გაწმენდის შემდეგ (1966) გამოვლინდა მხატვრობის რამდენიმე ფენა: პირველი და უმნიშვნელოვანესია XI საუკუნის მოხატულობის ფრაგმენტები. სამხრეთის მკლავის კედლებზე შემორჩენილია XV-XVI საუკუნეების, ხოლო დასავლეთ და ჩრდილოეთ კედლებზე XVI-XVII საუკუნეების ფრესკები.
ალავერდის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში, რომელსაც გარშემორტყმული აქვს გალავანი (XVII-XVIII სს.), გაერთიანებულია სხვადასხვა დროის ნაგებობები. პალატი, რომელიც საქართველოს ამ ტიპის ნაგებობათა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, სამსართულიანი შენობაა. მისი ქვედა სართული - დიდი ზომის კამაროვანი დარბაზი, XVI-XVII საუკუნეებში სატრაპეზო ყოფილა. 1615 ახლო პერიოდშია აგებული განჯის მმართველის, ფეიქარ-ხანის აგურის სასახლე, მისი მთავარი სადგომია რვაწახნაგა, კამარით გადახურული და ფართო თაღებით გახსნილი ნაგებობა, რომელზედაც დაბალი, კვადრატული ოთახია მიშენებული. არის სხვა საცხოვრებელი ნაგებობებიც, აგრეთვე აბანო, მარანი, სამრეკლო და სხვა. თავდაპირველად, ალავერდი მამათა მონასტერი იყო. XVII-XVIII საუკუნეებში კი აქ დაარსდა დედათა მონასტერიც, სადაც მონაზვნად აღკვეცილი სამეფო ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ. ალავერდი ლიტერატურულ საქმიანობას ეწეოდნენ ქართველი მწერლები, კალიგრაფები, მწიგნობარნი, მ.შ. ფილიპე ალავერდელი (XVI-XVII სს.), ზებედე მთავარეპისკოპოსი (XVII ს.), ნიკიფორე ირბახი (ნიკოლოზ ჩოლოყაშვილი, XVII ს.), მარიამ-მაკრინე ბაგრატიონი (XVIII ს.) და სხვები.


სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარი, XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ერთ-ერთი ოთხ დიდ კათედრალთაგან (ოშკი, ბაგრატის ტაძარი, ალავერდი). მდებარეობს თბილისიდან 20 კმ. დაშორებით, ქ. მცხეთაში. სვეტიცხოველში დაკრძალულია უფლის კვართი და წმ. ელია წინასწარმეტყველის მოსასხამი.




ისტორია

სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში დღემდე გადარჩენილთა შორის. იგი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანული საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ IV საუკუნეში გაქრისტიანებულ მირიან მეფეს წმინდა ნინოს რჩევით აქ პირველი ეკლესია აუშენებია, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია.
1970-1971 წლებში სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოთა ჩატარების დროს (ხელმძღვანელი არქიტექტორი ვ. ცინცაძე) მიკვლეულ იქნა მისი საძირკვლის კვალი. ასევე მთლიანად შემოიხაზა იმ ბაზილიკის გეგმა, რომელიც აქვე ააშენა, წმ. ნინოს ეკლესიის დანგრევის შემდეგ, ვახტანგ გორგასალმა V საუკუნის II ნახევარში. XI საუკუნეში დაზიანებული ბაზილიკის ადგილზე ქართლის კათოლიკოსმა მელქისედეკმა ახალი ტაძარი ააგო. მან ხუროთმოძღვრად არსუკისძე მიიწვია. მშენებლობა 1010 წელს დაიწყო და 1029 წელს დამთავრდა. თავისი არსებობის მანძილზე სვეტიცხოველი არაერთხელ გადაკეთებულა. 1283 წელს ტაძარი მიწისძვრამ დააზიანა. XIV საუკუნეში გიორგი ბრწყინვალემ აღადგინა ტაძრის გუმბათი. იმავე საუკუნის ბოლოს „იავარჰყვეს სპათა ლანგ-თემურისათა“ — მოანგრიეს დასავლეთის მკლავის ბურჯები, დააქციეს გუმბათის ყელი, მაგრამ მთელი ნაგებობის დანგრევა მაინც ვერ შესძლეს. XV საუკუნის დასაწყისში მეფე ალექსანდრე დიდმა ტაძარი კაპიტალურად შეაკეთებინა. 1656 წელს როსტომ მეფისა და მარიამ დედოფლის თაოსნობით კვლავ აღადგინეს გუბათის ყელი.

ფასადი

ტაძრის გარეგანი ფორმებისა და მასების განაწილება, პროპორციები ექვემდებარება შუაში აღმართულ მაღალ გუმბათს, რომლის ქვეშაც ორფერდა სახურავებით გადახურული ჯვრის მკლავებია, ხოლო მკლავებს შორის დაბალი ცალფერდა სახურავით გადახურული სადგომები. ფასადების მორთულობაში ძირითადად გამოყენებულია კედლის დეკორატიული თაღედებისა და შეწყვილებული პილასტრების განვითარებული სისტემა, აგრეთვე სარკმელთა მოჩუქურთმებული საპირეები. ჩუქურთმები მდიდარი და მრავალფეროვანია (მოაღწია მხოლოდ ნაწილმა). ტაძრის დეკორატიულ მორთულობაში დიდი ადგილი უჭირავს რელიეფსაც. აღსანიშნავია აღმოსავლეთის ფასადის მორთულობა, რომლის საფუძვლად 5 დეკორატიული თაღისაგან შეკრული სისტემა წარმოადგენს. თაღებში ჩართულია მაღალი სამკუთხა ნიშები, ხოლო შუა მაღალი თაღის შიდა სიბრტყეზე, მარაოსებრ გაშლილი სხივების ბოლოებში, მოთავსებულია დისკოები ერთ-ერთი სამშენებლო წარწერით. ოსტატურად არის გამოყენებული პოლიქრომული ეფექტიც. ძირითადი ქვიშისფერი კედლების ფონზე გამოიყოფა საკურთხევლის სარკმლის კაშკაშა წითელი ფერის ქვით აწყობილი მოჩუქურთმებული საპირე, რომელიც ზემოდან გამოყოფილია მდიდრულად მორთული ჰორიზონტალური სარტყლით.
გვერდის ფასადების შუა ნაწილებშიც მთავარია მზარდი თაღების რიტმი. დასავლეთის ფასადზე ერთი დიდი სარკმელია, რომლის მდიდრულ მორთულობას კედლის მთელი არე უჭირავს. ფასადის კომპოზიცია დასრულებულია სამფიგურიანი რელიეფით - ტახტზე მჯდომი მაცხოვარი და 2 ანგელოზი აქეთ-იქით. სვეტიცხოველი განვითარებული შუა საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების სტილის ერთ-ერთი ფუძემდებელი ძეგლია.

გრემი — ქართული მართლმადიდებლური ტაძარი, მდებარეობს ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფ. გრემის აღმოსავლეთით ციტადელში, მაღალ გორაკზე. ააგო კახთა მეფე ლევანმა 1565 წელს. მოხატვა დაუმთავრებიათ 1577 წელს.

არქიტექტურა

გეგმით სწორკუთხა შენობა ნაშენია აგურით, აქა-იქ რიყის ქვაც გამოუყენებიათ. შესასვლელი დასავლეთით, სამხრეთით და ჩრდილოეთიდან აქვს. შიგა სივრცეს საკურთხევლის კუთხეებსა და ორ სვეტზე დაყრდნობილი გუმბათი აგვირგვინებს. ფასადი დაყოფილია სამ-სამ თაღოვან მონაკვეთად. ასეთივე შეისრული თაღები ამშვენებს რვასარკმლიან გუმბათის ყელსაც. ინტერიერში დასავლეთ კედელზე მოთავსებულია ამშენებლის პორტრეტი ეკლესიის მოდელით ხელში. ტაძრის სათოფურებიანი გალავანი ამავე დროს სიმაგრეც იყო. იგი ერეკლე II-ს შეუკეთებია. ტაძრის აგებამდე გორაკზე კოშკურა შენობა მდგარა, რომლის მესამე სართულზე შემდგომ სამრეკლო დაუშენებიათ. 

 


იყალთო — სამონასტრო კომპლექსი თელავის ჩრდილოეთით, 7-8 კმ-ზე. დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა VI საუკუნეში. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია. ჩვენამდე მოღწეულია აქაური ხელნაწერები, რომლებიც შედარებით გვიანდელი ხანისაა და იყალთოს აკადემიის შესახებ ცნობებს არ შეიცავს.
მონასტრის ტერიტორიაზე შემოჩერნილია 3 ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა, მ.შ. აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები. ეკლესიათაგან მთავარია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია "ღვთაება" (აგებულია იმ ძველი აკლესიის ადგილას, რომელშიც დაკრძალული იყო ზენონი). სამების მცირე ეკლესია, რომელშიც მიუხედავად საფუძვლიანი გადაკეთებისა, შემორჩენილია VI საუკუნის გუმბათოვანი ეკლესიის ნაწილები და ყველაწმიდის ერთნავიანი ეკლესია, რომელიც XII-XIII საუკუნეების მიჯნას მიეკუთვნება. აკადემიის გეგმით წაგრძელებული შენობა რიყის ქვით არის ნაშენი. პირველი სართული 2 ოთახისაგან შედგება, მეორე კი ერთი მთლიანი დარბაზია (24,5 მх9 მ) და, როგორც ჩანს, სამეცნიერო შეკრებათათვის იყო იმთავითვე განკუთვნილი. შენობა სტილით VIII-IX საუკუნეების ფეოდალურ სასახლეებს ენათესავება და აგებულიც მაშინ უნდა იყოს.

ათონის ივერთა მონასტერი – ისტორიული ქართული მონასტერი. მდებარეობს საბერძნეთში, ქალკედონის ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ შვერილზე, აიონ-ოროსის ვიწრო, გრძელი და მთაგორიანი ნახევარკუნძულის აღმოსავლეთ ნაწილში, ათონის მთის ქვედა კალთაზე, ეგეოსის ზღვის პირას. დაარსდა 980-983 წლებში.

ისტორია

პირველი ქრისტიანი მოწესენი ათონზე VIII -IX საუკუნეებიდან ჩანან. 870 წელს იოანე კოლოვუმ დააარსა პირველ სავანე, ხოლო მომდევნო ხანაში სამონასტრო მშენებლობა ისე შესამჩნევლად გაიშალა ერთიმეორის მიყოლებით იმდენი მნიშვნელოვანი სავანე აღმოცენდა, რომ მალე ათონის მთას მთაწმინდა ეწოდა. 965 წელს ათონის მთას ეწვია გამოჩენილი ქართველი მოღვაწე იოანე, რომელსაც ახლდნენ ვაჟიშვილი ექვთიმე და მოწაფენი. ათონის ივერთა მონასტერს თავიდაპირველად იოანე ხელმძღვენელობდა. მან ენერგიულად იწყო ზრუნვა ქართული სავანის გამტკიცება-გაძლიერებაზე. შეიძინა მამულები, უზრუნველყო მონასტერი შემოსავლით. იოვანეს გარდაცვალების შემდეგ 14 წლის განმავლობაში ქართველთა მონასტერს ექვთიმე ათონელი ხელმძღვანელობდა. იგი ჯერ კიდევ მამის სიცოცხლეში იოანეს ავადმყოფობის გამო უძღვებოდა ქართული სავანის მთელ საქმიანობას. მისი წყალობით იქცა ათონის სავანე არამხოლოდ დასავლეთში მყოფ ქართველთა ძირითად საეკლესიო-სამონასტრო ცენტრად არამედ ქართული კულტურის მძლავრ კერად. ექვთიმე ათონელის საქმიანობამ საყოველთაო აღიარება ჰპოვა. მადლიერი თანამემამულენი კმაყოფილებით აღნიშნავდნენ ,, განანათლა და შეამკო ნათესავი და ენაი ჩვენი’’ - გიორგი ათონელი. ,,განავრცელა და განანათლა ქართველთა ენაი’’ _ სვიმონ დვალი.
ათონის ქართველთა მონასტერი არა მხოლოდ იოანესა და ექვთიმეს სიცოცოხლეში გამოირჩეოდა, არამედ მომდევნო პერიოდშიც კარგა ხანს წარმოადგენდა ქართული კულტურის მძლავრ კერას. იქ გრძელდებოდა მწიგნობრულ-ლიტერატურული საქმიანობა, რომელშიც მონაწილეობდა ქართველ მოღვაწეთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი. ეს მუშაობა კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდა, როდესაც იქ დამკვიდრდა გამოჩენილი ქართველი მოღვაწე გიორგი ათონელი, რომელმაც განაგრძო, განავითარა და გააღრმავა ექვთიმეს მიერ წამოწყებული საქმიანობა. იგი 1044-1056 წლებში ივირონის წინამძღვრად იყო. ის მრავალმხრივ პრაქტიკულ მოღვაწეობას ეწეოდა და ენერგიულად ხელმძღვანელობდა ქართული სავანის ბინადართა საეკლესიო-სამონასტრო ცხოვრებას საქართველოს სამეფო დახმარებითა და ხელშეწყობით მან ათონის ქართველთა მონასტერი გაამდიდრა, განამტკიცა და გააძლიერა, აღმშენებლობითი სამუშაოც ჩაატარა და მამულებიც შემოიმატა-შემოიმტკიცა.
მწიგნობრულ-ლიტერატურული საქმიანობა ათონის ქართველთა მონასტერში გრძელდებოდა გიორგი ათონელის მომდევნო წინამძღვრების თეოდორესა და განსაკუთრებით გიორგი ოლთისარის დროსაც.
ათონის ქართველთა მონასატერში მდგომარეობა გართულდა და იქაურ ქართველთა შემოქმედებითი მუშაობა შესუსტდა. ეს ბუნებრივი შედეგი იყო იმ დევნა-შევიწროებისა, რომელსაც ჩვენი წინაპრები განიცდიდნენ ათონზე ჯერ კიდევ XI საუკუნიდან.
1259 წელს ათონის ნახევარკუნძული, კერძოდ იქაური მონასტრები დაარბიეს ჯვაროსნებმა. მტერს ვერც ივირონი გადაურჩა. იმავე საუკუნის 80-იან წლებში ათონი ერთხელ კიდევ დაარბიეს მომხდურებმა, რომელთაც ბერებს კათოლიკობის შეწყნარება და რომის პაპის უზენაესობის აღიარება მოსთხოვეს. ათონელები არ დაეთანხმნენ მოძალადეთა წინადადებას, რის გამოც სასტაკად დაისაჯნენ.
XIV საუკუნის დამდეგს ათონი რამდენჯერმე იქცა მტრის სათარეშო არენად. არაბმა მეკობრეებმა უმოწყალოდ გაძარცვეს ქართული სავანე და მთავარი ტაძრის დანგრევაც კი განიზრახეს, მაგრამ მარმარილოს სვეტები ადგილიდან ვერ დაძრეს, გუმბათიანი ნაგებობის ჩამოქცევა ვერ მოახერხეს.
XVI საუკუნის დამდეგისათვის ქართველთა დახმარებამ და შეწირულობამ რამდენადმე შეცვალა ათონელთა მდგომარეობა. გაჩაღდა აღმშენებლობითი საქმიანობა და დანგრეულ ნაგებობათა აღდგენა-განახლება.
XVII საუკუნიდან ათონელებს კვლავ ეხმარებოდნენ თანამემამულენი, ივერთა მონასტერში გრძელდებოდა აღდგენით-აღმშენებლობითი სამუშაოები.
XVIII საუკუნეებში ათონს ეწვია არაერთი მოღვაწე, რამდენჯერმე იყო გამოჩენილი მწერალი და მოგზაური ტიმოთე გაბაშვილი. მან შეისწავლა ათონის სიძველენი, გამოიკითხა ზეპირი ტრადიციული ცნობები, გამოიყენა წერილობითი წყაროები, განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო ქართულ მონასტერს ვრცლად აღწერა დიდი ტაძარი. ხუროთმოძღვრებისა და ფერწერის ნიმუშები დაათვალიერა და შეაფასა ისტორიკოსის თვალით.
XVIII საუკუნეში საქართველოში შექმნილი პოლიტიკური ვითარებისა და ეკონომიკური მდგომარეობის გამო ქართველებმა ათონისადმი დახმარება შესამჩნევად შეამცირეს, მაგრამ სულ არ დავიწყებიათ ძველი სავანე. ძღვენით, ყმა-მამულისდ შეწირვით, ძველი მამულების დამტკიცებითა და ადრინდელი უფლებების აღდგენით მას დაეხმარნენ თეიმურაზ II, სოლომონ I, ერეკლე II.
XIX საუკუნის დამდეგიდან, ქართველთა მდგომარეობა ათონზე მას შემდეგ, რაც ივერთა მონასტერმა დაკარგა მფარველ-შემწენი. ქართველ მეფეთა სახით, ხოლო ქართულმა ეკლესიამ დამოუკიდებლობა. ბერძნებმა ათონელი ქართველები უფრო მეტად შეავიწროეს. ამიერიდან რუსეთი უნდა დახმარებოდა გაჭირვებაში ჩავარდნილ ქართველობას, მაგრამ დასავლეთის ამბებმა, მძაფრმა პოლიტიკურმა სიტუაციამ, სამამულო ომმა მისი ყურედღება ჩამოაშორა ათონს. ამით ისარგებლეს ბერძნებმა და მტკიცედ დამკვიდრდნენ ივერთა მონასტერში
1849 წელს ათონზე იყო ისტორიკოსი პლატონ იოსელიანი. მან აღწერა იმდროინდელი მოღვაწეობა, შეისწავლა ქართული სიძველენი, ნაყოფიერად იმუშავა წიგნსაცავში. მისმა მისვლამ ივერთა მონასტერში გამოაცოცხლა იქაური მოღვაწენი.
ახალი სავანის წინამძღვარი ბ. ბარკალაია, შემდეგაც აქტიურად მოქმედებდა, მიმართავდა რუს ხელისუფალთ და გამოჩენილ ქართველთა მოღვაწეობას და დახმარებას სთხოვდა, ბეჭდავდა წერილებს, რომლებშიც წარმოაჩენდა ქართველთა დამსახურებებს ივერთა სავანის დაარსებაში, განვითარებაში, ამხელდა ბერძენ სამღვდელო პირთა მიმტაცებლობასა და ძალმომრეობას, ითხოვდა ქართველთა უფლებების აღდგენას, თანამემამულეებს მოუწოდებდა ენერგიული მოქმედებისა და ქართული მონასტრის დახსნისაკენ.
მიუხედავად ამისა, ქართველთა მდგომარეობა ათონზე კიდევ უფრო გაუარესდა. ბერძენთა მოძალება და ქართველთა შევიწროება ყოვალგვარ ზღვარს გასცილდა. 1883 წელს ბერძნებმა მონასტერში დახატული ქართველი მეფისა და დედოფლების სახელები გადაშალეს და ბერძნის დააწერეს თითქოს მათი მეფეები ყოფილიყოს. 1972 წელს საბერძნეთის მთავრობამ გააუქმა ათონის ათასწლოვანი ავტონომია და იგი თავის ინტერესებს დაუმორჩილა. რამდენიმე წლის შემდეგ საბერძნეთში სახელმწიფოებრივ-პოლიტიკური ვითარების შეცვლის შედეგად ათონი კვლავ ავტონომიურ სამონასტრო რესპუბლიკად იქცა.
მონასტრის ხუროთმოძღვრულ კომპლექსში მრავალი სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობა შედიოდა, მ. შ. "დიდი ეკლესია" - გუმბათოვანი ტაძარი, რომელიც საუკუნეთა მანძილზე მრავალჯერ გადაკეთდა და დღესაც არსებობს. მონასტერი მალე არა მარტო ბიზანტიაში მყოფ ქართველთა მთავარი საეკლესიო-სამონასტრო ცენტრი, არამედ საერთოდ ქართული სულიერი კულტურული მძლავრი კერა გახდა. აქ აღმოცენდა და ჩამოყალიბდა ლიტერატურის სკოლა, რომელსაც სათავეში ედგნენ ექვთიმე მთაწმიდელი და მისი ტრადიციების გამაღრმავებელი გიორგი მთაწმიდელი. მათი ხელმძღვანელობით X-XI საუკუნეებში ათონზე გაჩაღდა კულტურულ-შემოქმედებითი საქმიანობა. დაიწერა ორიგინალური თხზულებები, ქართულად ითარგმნა ბიზანტიური ლიტერატურის მნიშვნელოვანი ძეგლები, გამრავლდა ხელნაწერები.
ათონის ივერთა მონასტერი მე-18 საუკუნეში. ავტორი: ტიმოთე გაბაშვილი
მონასტერმა დიდად შეუწყო ხელი ქართულ-ბიზანტიურ კულტურის ურთიერთობის გაძლიერებასა და ქართული ლიტერატურის ნიმუშთა მსოფლიო სარბიელზე გატანას. აქ ქართულიდან ბერძნულად ითარგმნა "სიბრძნე ბალავარისი". მომდევნო საუკუნეებში მონასტერში მწიგნობრულ-საგანმანათლებლო მუშაობა შენელდა და ბოლოს სულ შეწყდა. ეს ბუნებრივი შედეგი იყო იმ დევნა-შევიწროებისა, რომელსაც იქ მოღვაწე ქართველები განიცდიდნენ ჯერ კიდევ XI საუკუნიდან. XIII საუკუნიდან ბერძნებმა თანდათანობით ხელთ იგდეს სავანე, ხოლო XIX საუკუნეში მთლიანად დაეპატრონენ მას, თუმცა ქართველი ბერები იქ შემდეგაც აგრძელებდნენ მოღვაწეობას. 1900 წელს მონასტერში 51 ქართველი იყო

 
კლარჯეთი — ისტორიული სამხრეთ-დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი მხარე, ისტორიული მესხეთის ნაწილი. იგი მოიცავს ჭოროხის ქვემო დინების აუზს არსიანის ქედიდან შავ ზღვამდე, მდინარე იმერხევისა და არტანუჯისწყლის ხეობების ჩათვლით. კლარჯეთის უძველესი ცენტრია ციხე თუხარისი. კლარჯეთს განაგებდა ქართლის მეფის ერისთავი, რომლის რეზიდენცია V საუკუნის II ნახევრიდან არტანუჯის ციხე უნდა ყოფილიყო. მეფე ვახტანგ გორგასალმა (V საუკუნე) აქ ფართო კულტურულ-აღმშენებლობითი საქმიანობა წამოიწყო: ააშენა ეკლესია-მონასტრები, დააარსა ახალი საეპისკოპოსო (ცენტრი ახიზაში). კლარჯეთი ამავე დროს გახდა ირანის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლის პლაცდარმი. VIII საუკუნეში აქ დამკვიდრდა ბაგრატიონთა სამეფო დინასტია. IX საუკუნის დასაწყისში მეფე აშოტ I-მა დიდმა არაბთა ლაშქრობებით და ეპიდემიებით გაპარტახებული მხარე აღადგინა და დაასახლა, ამავე დროს აქ დაიწყო ფართო სამონასტრო მშენებლობა გრიგოლ ხანძთელის თაოსნობით. XI-XIII საუკუნეებში კლარჯეთში ფართოდ გაიშალა კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა. იგი განთქმული იყო ეკლესია-მონასტრებით, რომელთაც კლარჯეთის თორმეტ უდაბნოს („ათორმეტი უდაბნო“) უწოდებდნენ. XVI საუკუნეში კლარჯეთი სამხრეთ საქართველოს სხვა კუთხეებთან ერთად ოსმალეთმა მიიტაცა. 1918-1921 წლებში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემადგენლობაშია. 1921 წლიდან კი ისევ თურქეთის საზღვრებშია[1].

შიომღვიმე, ადრეფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მონასტერი. მსხვილი სენიორია.
მდებარეობს თბილისიდან 40 კმ-ზე, მცხეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე. დააარსა VI საუკუნის II ნახევრის დამდეგს ერთ-ერთმა ასურელმა მამამ შიომ. როგორც წყაროები გადმოგვცემენ, შიოს თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ბნელ და ღრმა მღვიმეში გაუტარებია, გარდაცვალების შემდეგ, თანახმად ანდერძისა, იქვე დაუსაფლავებიათ (აქედან სახელწოდება „შიოს მღვიმე“, „შიომღვიმე“). მისი საფლავი შიომღვიმეში წმინდა ადგილად მიაჩნდათ.

ისტორია

XI საუკუნეში მღვიმეს ეკლესია დააშენეს, რომელიც მოგვიანებით იოანე ნათლისმცემლის ეკლესიას შეუერთეს. შიომღვიმის სამონასტრო კომპლექსში შედის: იოანე ნათლისმცემლის გუმბათოვანი ეკლესია, ზემო ეკლესია, სატრაპეზო და მონასტრის მახლობლად მდებარე სამლოცველო. იოანე ნათლისმცემლის სადა, მკაცრფორმებიანი ეკლესია თითქმის სანახევროდ მიწაშია ჩაფლული. იგი ქართული გუმბათოვანი ხუროთმოძღვრების ერთ-ერთი დამახასიათებელი ნიმუშია. აგებულია შიოს ინიციატივით VI საუკუნის 50-60-იან წლებში. ეკლესია გეგმით მარტივი, „თავისუფალი ჯვრის“ ტიპის შენობაა, ე.ი. გეგმას საფუძვლად უდევს ჯვარი, რომლის მოხაზულობა გარედანაც იკითხება, აღმოსავლეთით აფსიდია. ცენტრალურ კვადრატზე აღმართულია რვაწახნაგა გუმბათის ყელი, რომელიც დასრულებულია რვაწახნაგავე შეკრული კამარით. გადახურულია კონუსებრი სახურავით. ინტერიერს ამშვენებდა იშვიათი ოსტატობით შესრულებული ორნამენტითა ფიგურებიანი რელიეფით შეკრული XI საუკუნის ქვის კანკელი (გადატანილია საქართველოს ხელოვნების მუზეუმში). მიუხედავად XI და XVIII საუკუნეების მინაშენებისა, ეკლესიამ მაინც შეინარჩუნა თავისი თავდაპირველი სახე. აგურის სამრეკლო XVIII საუკუნისაა. მონასტრის შუაგულში აღმართულია ღვთისმშობლის ეკლესია, ე.წ. ზემო ეკლესია. აშენებულია XI-XII საუკუნეების მიჯნაზე, დავით აღმაშენებლის განკარგულებით. იგი თავდაპირველად გუმბათოვანი იყო. 1678 აღდგენილია ბაზილიკის სახით. სამეურნეო დანიშნულების შენობათაგან შემორჩენილია სატრაპეზო (აქედანაა გასასვლელი შიოს მღვიმეში), რომლის ძველი ნაწილი XII საუკუნისაა, გადაკეთებულია და განახლებული XVII საუკუნეში.
მთაზე აღმართული მცირე, მოხატული სამლოცველო XII საუკუნეს მიეკუთვნება. მონასტერი წყლით მარაგდებოდა სოფელ სხალტბიდან. (შიომღვიმის წყალსადენი).


No comments:

Post a Comment