სექციების სია |
მოსახლეობის რიცხოვნობა
სტატისტიკური მონაცემები
მოსახლეობა 1989-2005 წლებში- 1990 მოსახლეობა 5.424.400, ახალშობილები 92 815, გარდაიცვლილები 50.721, ბუნებრივი მატება 42.094.
- 1995 მოსახლეობა 5.061.700, ახალშობილები 56.341, გარდაიცვლილები 49.073, ბუნებრივი მატება 7.268.
- 2003 მოსახლეობა 4.315.200, ახალშობილები 46.194, გარდაიცვლილები 46.055, ბუნებრივი მატება 139.
საქართველოში ძალზე მცირეა აგრეთვე ერთ სულზე მთლიანი ნაციონალური პროდუქტიც (ცხრილში - ადგილი მსოფლიოში და ოდენობა აშშ დოლარებში, მსოფლიო ბანკის მონაცემები):
- 67 ესტონეთი 7,010
- 73 ლიტვა 5,740
- 74 ლატვია 5,460
- 95 რუსეთის ფედერაცია 3,410
- 113 ყაზახეთი 2,260
- 118 ბელარუსი 2,120
- 129 თურქმენეთი 1,340
- 133 უკრაინა 1,260
- 138 ინდონეზია 1,140
- 139 სომხეთი 1,120
- 141 საქართველო 1,040
- 142 ანგოლა 1,030
- 145 შრი ლანკა 1,010
- 149 აზერბაიჯანი 950
- 157 მოლდავეთი 710
- 164 ვიეტნამი 550
- 171 უზბეკეთი 460
- 177 ყირგიზეთი 400
- 191 ტაჯიკეთი 280
ჯი-ეიჩ-ენ-ის მონაცემებით (2006 წლის 20 მარტი) გაეროს ექსპერტთა 20-წლიანი პროგნოზი საქართველოში დემოგრაფიული მდგომარეობის შესახებ მცდარი აღმოჩნდა. გაეროს სპეციალისთა გათვლები, რომლებსაც საქართველო 2 ათეული წლის განმავლობაში უნდა დაყრდნობოდა, უკვე ძალადაკარგულად გამოცხადდა. გაერომ თავის დროზე პროგნოზის სამი ვარიანტი შეიმუშავა, რომელთაგან ყველაზე პესიმისტურიც კი (ზემოთა სურათზე Low variant) იმაზე უკეთეს ვითარებას გვპირდებოდა, რაც დღეს ჩვენი ქვეყნის დემოგრაფიულ სფეროშია შექმნილი.
საქართველოს სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის დემოგრაფიული სამმართველოს ბოლო მონაცემები ცხადყოფს, რომ საქართველოში არსებული დემოგრაფიული მდგომარეობა გაცილებით მეტად გაუარესდა, ვიდრე ამას უცხოელი სპეციალისტები მოელოდნენ.
გაეროს ყველაზე პესიმისტური გათვლებით, 2030 წლისთვის საქართველოს მოსახლეობა 4 მილიონ 900 ათასზე ქვემოთ არ უნდა ჩამოსულიყო, საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით კი, მოსახლეობის საერთო რაოდენობა წელსვე 4 მილიონ-ნახევრამდე შემცირდა. გაუარესებულია გაეროს მიერ პროგნოზირებული სხვა დემოგრაფიული მაჩვენებლებიც. მოსახლეობის შემცირების წლიურმა სალდომ 5 ათასის ნაცვლად 27 ათასი შეადგინა, ბუნებრივი მატება, რომელიც 3 პროცენტით უნდა გაზრდილიყო, მხოლოდ 0,2 პროცენტით გაიზარდა. მოსახლეობის გარემიგრაცია წლიურად 20 ათას გამსვლელზე მეტი არ უნდა ყოფილიყო, ბოლო მონაცემებით კი ქვეყნიდან გამსვლელთა ყოველწლიური სალდო 27 ათასია.
სტატისტიკური მასალა ცალსახად და დამაჯერებლად ცხადყოფს, რომ დემოგრაფიული კატასრტოფის ტენდენციები საქართველოში არა თუ არ მცირდება - არამედ სტაბილურად ზრდადია. არსებითი ცვლილება ამ მდგომარეობაში შეუძლია მხოლოდ კარდინალურ და ეფექტურ სახელმწიფო პროგრამას - რომლის განხორციელების შესაძლებლობაც ძალზე დაბალია.
No comments:
Post a Comment